GD Banner
ეკონომიკა

„იუნისტრიმი“ საქართველოში ოპერირების განახლების შესახებ აცხადებს, ქართული ბანკები უარყოფენ

თბილისი (GBC) – რუსულმა საგადახდო სისტემამ „იუნისტრიმმა“ საქართველოში ფულადი გზავნილების გატარება განაახლა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ კომპანიის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ იულია კავერინამ ე.წ. რუსულ–ქართული საქმიანი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებისთვის ფულადი გადარიცხვები ახლა უფრო გაუმარტივდებათ“, – ციტირებს მედია კავერინას.

თიბისი ბანკში GBC-ს კითხვაზე, განახლდა თუ არა „იუნისტრიმის“ განაღდებები, გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე არ ხორციელდება.

იგივე გვითხრეს საქართველოს ბანკშიც – ამ ეტაპზე ამ სისტემით გზავნილების განაღდება არ ხდება. ანალოგიურად გვიპასუხეს ლიბერთი ბანკშიც. 

საგადახდო სისტემა „იუნისტრიმმა“ საერთაშორისო გზავნილები, მათ შორის საქართველოს მიმართულებით,  აშშ–ის სანქციების გამო 2023 წლის 21 ივლისიდან შეწყვიტა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,792 ნახვა