ძალიან მახარებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს და მის დელეგაციას ვმასპინძლობ ანკარაში. კიდევ ერთხელ მინდა, მივულოცო ქართველ მეგობარ ერს დამოუკიდებლობის დღე წინასწარ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა.
ერდოღანის თქმით, ირაკლი კობახიძესთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა.
„დღეს ორი მეგობარი, ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერები შევიკრიბეთ და ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა. კიდევ ერთხელ დავუჭირე მხარი ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და კეთილდღეობას. ასევე, გამოვთქვი ჩემი უწყვეტი მხარდაჭერა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე. ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მე ძალიან გამახარა იმან, რომ თქვენი მოსაზრებები გამაცანით საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. თურქეთში მიგვაჩნია, რომ ეს მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება“, – განაცხადა ერდოღანმა.