GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლების აქციაზე ყოფნა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის, არამედ ევროკავშირის იმიჯზეც

ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლების აქციაზე ყოფნა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების, არამედ ევროკავშირის იმიჯზეც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე იმედოვნებს, რომ „მომავალში ასეთ არასერიოზულ აქტებს აღარ იხილავს“.

„ეს არის არასერიოზული. სამწუხარო ის არის, რომ როდესაც ევროკავშირის კონკრეტული წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები ასეთ ნაბიჯებს დგამენ, ეს უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე ჩვენს ქვეყანაში, არამედ ევროკავშირის იმიჯზეც. იმედი მაქვს, მომავალში ასეთ არასერიოზულ აქტებს აღარ ვიხილავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს მიმართეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,213 ნახვა