ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ხელისუფლება რეპრესიებს იწყებსო, სამსახურებიდან გაგვყრიანო!..
უკვირთ! გმობენ!
თქვე აქოთებულებო, ამ ხელისუფლებას დამხობას უპირებდით, საკუთარ უფროსებს აბოზებდით და კოლეგებს აბულინგებდით, ბოიკოტებს აცხადებდით და დასახვრეტთა სიებს აფრიალებდით, სტუდენტებს და მოსწავლეებს ნახირივით ერეკებოდით აკერმანის ანდერძის აღსასრულებლად…
ვინ ხართ თქვენ?!
რა ჰქვია თქვენ ქმედებებს?!
თქვენ ხართ:
მეხუთე კოლონა!
უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტურა!
სამშობლოს მოღალატები!
ღრმა დაშიფრვის აგენტები!
ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორ- აღმსრულებლები!
სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამომყენებლები!…
უსამშობლოები!
გიყურებთ და ვფიქრობ:
-რა გიქნათ, რას დაგამსგავსათ უბედურმა არქიფო სეთურმა?!”
რატომ დაგემართათ ეს?!…
სამწუხაროა, მაგრამ…. თქვენ ხართ ის კატეგორია ადამიანების, რომელიც თქვენ დამკვეთებსაც კი, ბერიასავით გაუჩენთ კითხვას:
– შენ, დედა გყავს, დოქსოპულო?!“,-წერს ხათუნა ხოფერია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.