GD Banner
პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ამ ქვეყანას ქართველი ხალხის მიერ არჩეული მთავრობა მართავს და არა ცკ-ს ინსტრუქტორები, სულ ერთია, ისინი მოსკოვიდან იქნებიან, ვაშინგტონიდან თუ ბრიუსელიდან

„რევიზორებს“ საქართველოს ხელისუფლებამ თავისი ადგილი მიუჩინა და პირდაპირ მიანიშნა, რომ ამ ქვეყანას ქართველი ხალხის მიერ არჩეული მთავრობა მართავს და არა ცკ-ს ინსტრუქტორები, სულ ერთია, ისინი მოსკოვიდან იქნებიან, ვაშინგტონიდან თუ ბრიუსელიდან, – ასე ეხმიანება არასამთავრობო ორგანიზაციის, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე ევროპული ქვეყნის პარლამენტარების, საგარეო საქმეთა მინისტრების და ამერიკელი მაღალი დონის პოლიტიკოსის სტუმრობას საქართველოში.

კაკაბაძის თქმით, დღეს უკვე ყველა ხვდება, საქმე კანონის მიღება-არმიღებაში კი არ არის, არამედ წინასაარჩევნო კამპანიის მომზადებაა, სადაც ოპოზიცია პროევროპულად, ხოლო „ოცნება“ პრორუსულად უნდათ წარმოჩინდეს.

მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხარეს სიმართლე და კარგად ორგანიზებული მყარი სახელმწიფო სტრუქტურებია, ნაცების და მათი ანასხლეტების მხარეს კი შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდობა და დასავლეთის სახელით მოქმედი ლიბერასტი პოლიტიკოსები.

„ჩვენთან მოდის რევიზორი! როდესაც რამდენიმე დღის განმავლობაში ვუყურებდით, თუ როგორი სიხარულით და გულისფანცქალით ელოდებოდა ოპოზიცია რამდენიმე ევროპული ქვეყნის პარლამენტარების, საგარეო საქმეთა მინისტრების და ამერიკელი მაღალი დონის პოლიტიკოსის სტუმრობას (რომელიც შემოსევას უფრო ჰგავდა), ბევრს გოგოლის ცნობილი პიესის „რევიზორის“ ცნობილი ფრაზა – К нам едет ревизор! გაახსენდებოდა. ოღონდ ამ შემთხვევაში ეს კრებითი რევიზორი ინკოგნიტო კი არ ყოფილა, პირიქით, ძალიან ცნობილი და მათთვის საამაყო პერსონები იყვნენ, რომელთა ვიზიტის მოლოდინში, მავანნი ვარაუდობდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მუხლების კანკალი დაეწყებოდა.

ცრუ იმედები იმას ემყარებოდა, რომ კრებითი რევიზორები აქ სადამსჯელო სანქციებით ჩამოდიოდნენ და ქართველი დეპუტატები მათი აქ ყოფნის გამო თავს შეიკავებდნენ გამჭვირვალეობის შესახებ კანონის, მესამე მოსმენით მიღებისგან. მაგრამ, ჰოი საოცრებავ! „რევიზორებს“ საქართველოს ხელისუფლებამ თავისი ადგილი მიუჩინა და პირდაპირ მიანიშნა, რომ ამ ქვეყანას ქართველი ხალხის მიერ არჩეული მთავრობა მართავს და არა ცკ-ს ინსტრუქტორები, სულ ერთია, ისინი მოსკოვიდან იქნებიან, ვაშინგტონიდან თუ ბრიუსელიდან. ამიტომაც კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ საპროტესტო აქციაზე გამოლაგებულ ნაციონალებს (ხოშტარიას, ვაშაძეს, ხაბეიშვილს, ბეჟაშვილს, ბოტკოველს და სხვებს) არა იმდენად გაბრაზებული, რამდენადაც გაკვირვებული სახეები ჰქონდათ, იდგნენ ზოგი ჯიბეებში ხელებჩაწყობილები, ზოგი გულხელდაკრეფილები და აქეთ-იქით გაკვირვებულები იყურებოდნენ, თითქოს ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ჩვენს პატრონ რევიზორებს ეს როგორ გაუბედესო.

დღეს უკვე ყველა ხვდება, საქმე კანონის მიღება-არმიღებაში კი არ არის, არამედ წინასაარჩევნო კამპანიის მომზადებაა, სადაც ოპოზიცია პროევროპულად, ხოლო „ოცნების“ პრორუსულად უნდა წარმოჩინდეს. ნაც-ტელევიზიებისა და მათი დასავლელი მფარველების დახმარებით ამ ეტაპზე ნაცებმა მსგავსი აღქმების ხალხის ტვინებში ჩანერგვით ასეთი საზოგადოებრივი აზრის შექმნა ბევრწილად მოახერხეს. არჩევნებამდე დარჩენილ 5 თვის განმავლობაში მათ მუდმივად ექნებათ პედალირება ამ თემაზე. ეს კი ხელისუფლებას ასეთი აღქმების რეალური ფაქტებით შეცვლის აუცილებლობის წინაშე აყენებს. დღეს შექმნილია ისეთი პოლიტიკური რეალობა, რომლის დროსაც ორივე მხარე ცდილობს არჩევნების ბედის არჩევნებამდე გადაწყვეტას. ხელისუფლების მხარეს სიმართლე და კარგად ორგანიზებული მყარი სახელმწიფო სტრუქტურებია, ნაცების და მათი ანასხლეტების მხარეს კი შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდობა და დასავლეთის სახელით მოქმედი ლიბერასტი პოლიტიკოსები. ოპოზიცია ყოველთვის ამბობს, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა თითქოს მათი მხარდამჭერია, თუმცა, რეალური მხარდამჭერების ოდენობა მხოლოდ არჩევნებზე გამოჩნდება. ხელისუფლებისთვის არჩევნების საბოლოო შედეგები, მხარდამჭერების შენარჩუნებაზეა დამოკიდებული. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ბევრია დამოკიდებული. არჩევანის ბედს გადაწყვეტს ის ამომრჩევლები არჩევანის გაკეთებისას იხელმძღვანელებენ აღქმებით თუ ფაქტებით. ამ ყველაფრის შემდეგ არჩევნებს შეაფასებენ და თავის სიტყვას იტყვიან უცხოელი „მსაჯები“, მაშინ გამოჩნდება ვინ იქნებიან ისინი – მიკერძოებული, ოპოზიციის მხარდასაჭერად მოვლენილი დღევანდელი სტუმრების მსგავსი „რევიზორები“ თუ ობიექტური შემფასებლები“, – წერს ნანა კაკაბაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,213 ნახვა