GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

ბითაძე ზურაბიშვილზე: დაიმახსოვრეთ ეს ქალი კარგად, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს

სალომე ზურაბიშვილს არ უნდა საქართველოს სუვერენული უფლებები ჰქონდეს, შესაბამისად, ისტორია შეაფასებს პრეზიდენტის მოღალატეობრივ და ამპარტავნულ ქმედებებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს.

ბითაძის თქმით, ზურაბიშვილი პირდაპირ რუსეთის და ქვეყნის კიდევ სხვა მტრების წისქვილზე ასხამს წყალს.

„დაიმახსოვრეთ ეს ქალი კარგად, ქალი რომელიც პირდაპირ ძირს უთხრის საქართველოს, ქალი, რომელიც ევროპული ფრონტის კი არა, პირდაპირ რუსეთის და ჩვენი ქვეყნის კიდევ სხვა მტრების წისქვილზე ასხამს წყალს, ვისაც უნდა ეს ქვეყანა მუდმივი რყევებში იყოს, არ ჰქონდეს სუვერენული უფლებები და ხან ერთის ჭკუაზე იაროს და ხან მეორისაზე.

რეალურად, მებრალება, რადგან ერთადერთი შანსი, ისტორიაში ,,პოზიტიურად” დარჩენილიყო მან უკვე გაუშვა, ხოდა აი ჩემს შვილიშვილებს, რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეები იქნებიან, ისტორიას რომ შეასწავლიან სკოლაში, ამ ქალზეც იქნება იქ ერთი 2 წინადადება, მის მოღალატეობრივ, დიპლომატიის კუთხით უნიჭო და ამპარტავან ქმედებებზე. დანარჩენი წვრილფეხოფა კი – ისტორიის წიგნებში სახელები და გვარებითაც არ იქნებიან მოხსენიებული“, – წერს ბითაძე. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,884,649 ნახვა