GD Banner
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი – „ხალხის ძალის“ მიზანია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არც პარლამენტში იყოს და არც პოლიტიკაში, ამიტომ საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებისთვის მადლობას ვუხდი

„ხალხის ძალის“ მიზანია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არც პარლამენტში იყოს და არც პოლიტიკაში, ამიტომ საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის მათ მადლობას ვუხდი, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, კარგი იქნება, თუ ისინი უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტში საქმიანობაში ხელს არ შეუშლიან.

„პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ ყოფნას ცუდის გარდა, კარგი არაფერი ჰქონდა. „ხალხის ძალის“ მიზანია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არც პარლამენტში იყოს და არც პოლიტიკაში. სწორედ ამიტომ, მათ მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობას ვუხდი. მომავალ მოწვევაში ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ისინი პარლამენტში არ იყვნენ. მათგან განსხვავებით, ჩვენ პარლამენტში არც კომფორტს და არც დასვენებას ვეძებთ. ხელს თუ არ შეგვიშლის, ეს მხოლოდ კარგი იქნება. მათ კი, ხელის შეშლის გარდა, არაფერი იციან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“ საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადეს. ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა „სტრატეგია აღმაშენებელიც“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,213 ნახვა