GD Banner
პოლიტიკა

ბექა ლილუაშვილი – ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ყველა საშუალების გამოყენებით, ქუჩაშიც და პარლამენტშიც

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ყველა ტრიბუნის, ყველა საშუალების გამოყენებით, ქუჩაშიც და პარლამენტშიც, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ საზოგადოებას უნდა „ქართული ოცნების“ დამარცხება, საჭიროა ბრძოლა გაათმაგებული შემართებით.

„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ყველა ტრიბუნის, ყველა საშუალების გამოყენებით, ქუჩაშიც და პარლამენტშიც. „ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ კომფორტს მალულად და ფარულად, თავის ჭკუაზე მიეღოთ კანონი ისე, რომ ხმა არ გასულიყო პარლამენტის შენობიდან. თუ გვინდა ისინი დავამარცხოთ და საბოლოოდ წერტილი დავუსვათ, გვჭირდება ბრძოლა გაათმაგებული შემართებით“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მან მოუწოდა, „ყველა თავისუფლად მოაზროვნე თავისუფალ მოქალაქეს, დღეს, ხვალ და მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში, ვიდგეთ ერთად და ერთად ვიბრძოლოთ“.

„ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ გვაქვს წინ ვეტოს საკითხი, ოფშორების კანონის ვეტოს საკითხი. კიდევ რა რუსული კანონები გვაქვს წინ, ამ ხელისუფლების ტვინში რა მავნებლობა და ღალატი მოიხარშება, ჯერ არ ვიცით. ამიტომ, კიდევ უფრო მეტი ყურადღებადა, ბრძოლა გვმართებს ყველგან, პარლამენტშიც და მის გარეთაც“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“ საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,883 ნახვა