ჩვენ საერთო მყარი გეგმა გვჭირდება, პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურატურის საერთო კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტში.
„ჩვენ საერთო მყარი გეგმა გვჭირდება როგორც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ისე მომავალზე.
ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება. საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება და არა – ჩვენი თანამდებობების.
პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურორის საერთო კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ. ძალა ერთობაშია!“ – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტში.
Facebook Comments Box