ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომლის ცნობითაც, დაკავებულებს შორის ორი ამერიკის ხოლო ერთი რუსეთის მოქალაქეა. ექსპერტის თქმით, დიდი ალბათობით ეს ხალხი შესაძლოა აკერმანის და შარპის ინსტრუქტორები იყვნენ, რომლებიც საქართველოში და შემდეგ აქციაზე ტყუილად არ მივიდოდნენ. „როგორც მაწვდიან ინფორმაციას, დაკავებულებს შორის ორი ამერიკის ხოლო ერთი რუსეთის მოქალაქეა. მაქვს გამოცდილება და ვიცი, რომ დიდი ალბათობით ეს ხალხი შესაძლოა აკერმანის და შარპის ინსტრუქტორები იყვნენ, რომლებიც საქართველოში და შემდეგ აქციაზე ტყუილად არ მივიდოდნენ. კარგია, რომ დაკავებულები არიან, დანარჩენი უახლოეს პერიოდში გაირკვევა.“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
Facebook Comments Box