GD Banner
სამართალი

პროკურორი- უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის ბრალდების საქმეზე ვიდეომასალის გავრცელება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით არის განპირობებული

პროკურორ ანი ხახანაშვილის განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლე, მარიამ იაშვილმა საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები, რომელთა საშუალებითაც უკანონოდ ახორციელებდნენ ერთ-ერთ ბრალდებულსა და სხვადასხვა პირებს შორის განხორციელებულ ინტიმურ კავშირს.

პროკურორის განმარტებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიო და ვიდეომასალა განპირობებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით.

„როგორც მოგეხსენებათ, პროკურატურამ 2 პირს წარუდგინა ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ, ინტიმური კავშირის ამსახველი ვიდეომასალების უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის ფაქტზე, ასვე ერთ-ერთ პირს ბრალდება აქვს წარდგენილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვისთვის. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები, რომელთა საშუალებითაც უკანონოდ ახორციელებდნენ ერთ-ერთ ბრალდებულსა და სხვადასხვა პირებს შორის განხორციელებულ ინტიმურ კავშირის ჩაწერას. მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. რაც შეეხება აუდიო და ვიდეომასალას, აღნიშნული განპირობებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით“, – განაცხადა ანი ხახანაშვილმა.

გამოძიების ინფორმაციით, მარიამ იაშვილის საკონტაქტო მონაცემები სექსუალური მომსახურების სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე იყო გამოქვეყნებული, სადაც მისი მხრიდან სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდებოდა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება და იგი მივიდოდა ზემოხსენებულ ბინაში, ბრალდებულები, აღნიშნული პირისგან მალულად, სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად, უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს.

ამასთან, პროკურატურა აცხადებს, რომ 2019 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში, განხორციელდა ასობით სხვადასხვა პირის სქესობრივი კავშირის ამსახველი ათასობით ვიდეო-აუდიო მასალის ჩაწერა. იდენტიფიცირებულია რამდენიმე პირი, რომელთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ჩანაწერებიც უკანონოდ ინახებოდა ბრალდებულთა კომპიუტერულ ტექნიკასა და ელექტრონული ინფორმაციის შემნახველ მოწყობილობებში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება – შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,160 ნახვა