„არ ვაპირებ დისკუსიას თუ რეალურად რამდენი ესწრებოდა ოპოზიციის გუშინდელ აქციას და იმის წინანდელ აქციებს. ერთი წუთით დავეთანხმოთ მათ მიერ ფართოდ ტირაჟირებულ ციფრებს -160,000-165000. ვიყოთ დიდსულოვანი და კიდევ 100,000 ვუწყალობოთ, შევაჯამოთ და ვნახავთ საკმარისია თუ არა ეს რესურსი არჩევნების მოსაგებად“- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ოპოზიციურ აქციებზე მისული ხალხის რაოდენობა არ არის საკმარისი არჩევნების მოსაგებად და ვერავითარი მანიპულაცია ამ რეალობას ვერ შეცვლის.
„არ ვაპირებ დისკუსიას თუ რეალურად რამდენი ესწრებოდა ოპოზიციის გუშინდელ აქციას და იმის წინანდელ აქციებს. ცოტა ანალიტიკურად მივუდგეთ. ამ აქციებზე მოვიდა ყველაზე აქტიური და მოტივირებული ოპოზიციური ელექტორატი. ერთი წუთით დავეთანხმოთ მათ მიერ ფართოდ ტირაჟირებულ ციფრებს -160,000-165000. დავუშვათ ისიც, რომ დაახლოებით ამდენივე მათი მხარდამჭერი სახლებში დარჩა და ტელეეკრანებიდან და სოცქსელებიდან გულშემატკივრობდა. ვიყოთ დიდსულოვანი და კიდევ 100,000 ვუწყალობოთ, შევაჯამოთ და ვნახავთ საკმარისია თუ არა ეს რესურსი არჩევნების მოსაგებად. პასუხი ცალსახაა – არა! და ვერავითარი მანიპულაცია ამ რეალობას ვერ შეცვლის“-წერს ზაალ ანჯაფარიძე.