შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი ვიცე პრეზიდენტის თანამდებობაზე ნიკი ჰეილის კანდიდატურას არ განიხილავს, – ამის შესახებ შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, სააგენტო „აქსიოსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც წერდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ტრაპი ვიცე პრეზიდენტობის თანამდებობაზე რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში თავისი კონკურენტის, ნიკი ჰეილის დანიშვნას გეგმავდა.
„აქსიოსის“ საპასუხო განცხადება დონალდ ტრამპმა ნიუ ჯერსიში გამართულ წინა საარჩევნო მიტინგზე გააკეთა, სადაც 100 ათასზე მეტი ამომრჩეველი შეიკრიბა.
Facebook Comments Box