აქციაზე ადამიანები გულუბრყვილობით, ან გულწრფელობით არიან შეკრებილნი იმ დროშის ქვეშ, რომელიც ააფრიალეს ადამიანებმა, რომლებმაც თავისი ხელისუფლების პერიოდი უღირსად გაიარეს – ასე გამოეხმაურა „ქრონიკასთან“ სატელეფონო ინტერვიუში პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციას.
„რასაკვირველია, [აქციის მონაწილეთა] რაოდენობას აჭარბებენ, მაგრამ გადათვლა შეიძლება. რასაც ვხედავ, ნათელი სახეა ადამიანების, რომლებიც, ალბათ, რაღაცნაირად გულუბრყვილობით, ან გულწრფელობით არიან შეკრებილნი იმ დროშის ქვეშ, რომელიც ააფრიალეს ადამიანებმა, რომლებმაც უღირსად გაიარეს თავისი [ხელისუფლების] პერიოდი. როცა ვამბობთ, რომ სისხლიანი 9 წელი როდის უნდა დავივიწყოთო, დავივიწყებდით, დაიღალა ხალხი ამდენი ნეგატივით, მაგრამ ამ პროცესებში ვუყურებთ ხალხს, რომელიც პირდაპირ მონაწილეობდა რეჟიმის შექმნაში“, – აღნიშნა ვოლსკიმ.