ზოგიერთმა რადიკალმა ოპოზიციონერმა უკვე იარაღის სასხლეტს დააჭირა თითი. მათ ლოგიკას რომ მივყვეთ, კარგი ბიჭები არიან და სროლაზეც ხსნილი აქვთ.. დიახ, ასეა და რატომღაც საზოგადოების ერთმა ნაწილმა ეს ვერ შეიგნო, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ძალადობა იწვევს ძალადობას. ეს არის სპირალი, რომელშიც შეჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოება“.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ფილოსოფია ასეთია, თუ ისინი ვინმეს ერთ ლოყაში სილას გააწნავენ, მან აუცილებლად მეორე ლოყაც უნდა მიუშვიროს, იმიტომ რომ მათი სილა ხომ ევროპიდან “ნაკურთხია“.
„დიახ, ასეა და რატომღაც საზოგადოების ერთმა ნაწილმა ეს ვერ შეიგნო. ოპოზიციის ფილოსოფია ასეთია, თუ ისინი ვინმეს ერთ ლოყაში სილას გააწნავენ, მან აუცილებლად მეორე ლოყაც უნდა მიუშვიროს, იმიტომ რომ მათი სილა ხომ ევროპიდან “ნაკურთხია.” მათ ხომ მიაჩნიათ რომ ყოველთვის და ყველაფერში მართლები არიან. ზოგიერთმა რადიკალმა ოპოზიციონერმა უკვე იარაღის სასხლეტს დააჭირა თითი. მათ ლოგიკას რომ მივყვეთ, კარგი ბიჭები არიან და სროლაზეც ხსნილი აქვთ…“- წერს ანჯაფარიძე