„ეს “ხალხის მდინარეები” ერთ შენაკადად რომ შეერთდება და ერთ ადგილზე მოიყრის თავს, გაგვაგებინეთ თუ ავიდნენ “ქოცების აქციის მეოთხედი მაინც გვინდა”-ზე“- წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირმა ზავრადაშვილი, რომელიც „ევროპის მარშს“ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
მისი თქმით, ამასწინათ რესპუბლიკის მოედანზე მყოფი ათიათასი ადამიანი მსვლელობით რომ დაიძრა რუსთაველისკენ, ასიათასი გახდა იმ წუთას. მთავარმა არხმა ასე თქვა.
„ამასწინათ რესპუბლიკის მოედანზე მყოფი ათიათასი ადამიანი მსვლელობით რომ დაიძრა რუსთაველისკენ, ასიათასი გახდა იმ წუთას. მთავარმა არხმა ასე თქვა და იცინეთ თქვენ. ხოდა, იმას ვამბობ, რომ ეს “ხალხის მდინარეები” ერთ შენაკადად რომ შეერთდება და ერთ ადგილზე მოიყრის თავს, გაგვაგებინეთ თუ ავიდნენ “ქოცების აქციის მეოთხედი მაინც გვინდა”-ზე (ვციტირებ…) ასე ქონდათ დაგეგმილი, ანუ მინიმუმ 50 ათას ადამიანს ელიან დღეს და მართლა მაინტერესებს მათი სრული რესურსი“-წერს ირმა ზავრადაშვილი.