GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება არის ღალატი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა, მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტი იქნები, რუსეთის, ამერიკის, აფრიკის თუ აზიის

ჩემი პირადი აზრია, არ არის ჩვენი პარტიის აზრი, მაგრამ, როდესაც ხდება ლეგალიზება უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარებისა, ამას მე, როგორც მოქალაქე, არ მივესალმები. ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება არის ღალატი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტია ადამიანი, ყველა შემთხვევაში, აგენტობა არის ღალატი. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იფიქრონ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე.

“მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტი იქნები, იქნები რუსეთის, ამერიკის, აფრიკის თუ აზიის – მნიშვნელობა არ აქვს, აგენტი არის აგენტი. აგენტის ქმედება არის დასჯადი, ეს არის ღალატი. მეგობრების აგენტობა შეიძლება? მე მაქვს საუბარი იმაზე, რომ მიუღებელია საერთოდ. დისკუსია იმაზე მიმდინარეობს, შეიძლება თუ არა მეგობარი სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი ვიყო. ეს ხომ კატასტროფაა? ამას თავში რომ დაუშვებს კაცი, მისი საქმე წასულია. როგორ შეიძლება, საქართველოს მოქალაქემ იფიქროს სხვა სახელმწიფოს ინტერესების გატარებაზე? ინტერესი არსებობს ერთი – ეს არის ქართული, საქართველოს ინტერესი. ჩემი რჩევა იქნება, რომ იფიქროთ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე.” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,217 ნახვა