ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ქმედება შეაფასა, რომელმაც ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტზე აუდიტორიას ინგლისურ ენაზე მიმართა, მაშინ როცა მან გერმანიაში ვიზიტისას, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ვითომ პროტოკოლურად დაუწუნა გერმანულად საუბარი.
აბაშიძემ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი ფარისევლობაში არაერთგზის მხილებულია და რომ სწორედ ამგვარ სამარცხვინო თვალთმაქცობასა და უტიფრობას ეწოდება “პარიზული ხანუმობა”.
„წყაროები: სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili -ის Facebook & “ტვ პირველის” Youtube გერმანიაში ვიზიტისას, ე.წ. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ვითომ პროტოკოლურად დაუწუნა გერმანულად საუბარი. 9 მაისს, თბილისში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტზე, ფარისევლობაში არაერთგზის მხილებულმა სალომე ზურაბიშვილმა აუდიტორიას ინგლისურ ენაზე (ქართველი თარჯიმნის მეშვეობით და არა პირიქით) მიმართა. მანამდე, რა ენაზე გააკეთა განცხადებები ფსევდო-პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებზე, მის უცხოელ კოლეგებთან? სწორედ ამგვარ სამარცხვინო თვალთმაქცობასა და უტიფრობას ეწოდება “პარიზული ხანუმობა”“ – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.