GD Banner
საზოგადოება

კეზერაშვილის ცოლის ძმა აცხადებს, რომ სახლთან ორი პირი თავს დაესხა

„ნაციონალური მოძრაობის წევრი, დიმიტრი ჩიქოვანი, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმაა, აცხადებს, რომ საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. მისივე ინფორმაციით, შემთხვევა ეზოში, სადარბაზოს კარებთან მოხდა.

„სახლთან სოლოლაკში, ეზოში მოხდა. მარტო ვიყავი სახლის კარებთან. მინდა, რომ ყველას ვუთხრა, ჩემს მეგობრებს, რომ ეს რეჟიმი არის დასრულებული, ვერ შეგვაშინებენ, ვერ დაგვაჩოქებენ, ეს არაფერი არ არის, ეს არის მათი აღსასრული. ორი ადამიანი იყო ქუდებით ჩასაფრებული სადარბაზოს კარებთან და ყველაფერი მოხდა ძალიან უცებ. „ქართული ოცნების” მშიშარა „ტიტუშკები” ზუსტად 3 წუთში გაიქცნენ, როგორც გაიქცევიან ქვეყნიდან, ბოლოს ასე დამთავრდება. ეს არის რუსული რეჟიმი“, – განაცხადა „ფორმულას“ ეთერში.

დიმიტრი ჩიქოვანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და აქტიური მხარდამჭერია. მის სახელს უკავშირებენ სტუდენტური მოძრაობის რამდენიმე ლიდერს, რომლებსაც ის, გავრცელებული ინფორმაციით, აფინანსებს საპროტესტო მუხტის ასაწევად.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,323 ნახვა