GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სუსის განცხადება ემყარება კონკრეტულ ფაქტებს, რომელიც პირველ რიგში არის იმ ანალიზის საფუძველზე, თუ რა ხდებოდა საპროტესტო აქციების დროს

სუსის განცხადება ემყარება კონკრეტულ ფაქტებს, რომელიც პირველ რიგში არის იმ ანალიზის საფუძველზე, თუ რა ხდებოდა საპროტესტო აქციების დროს, როდესაც პირდაპირი შტურმი ხორციელდებოდა პარლამენტის შენობაზე, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი სუსის განცხადებას.

„გამოყენებული იქნა სხვადასხვა იარაღი, როგორც ბლაგვი საგნები, ასევე შუშა, მტვრევადი საგნები. ეს არის უშიშროების სამსახურის მთავარი ამოცანა, რომ პრევენცია იყოს გაკეთებული, საზოგადოება იქნას გაფრთხილებული და ადამიანებმა, ვინც ამას გეგმავენ იცოდნენ, რომ მათი გეგმების რეალიზების შემთხვევაში, მათზე უკვე მიმდინარეობს შესაბამისი ყურადღების მიქცევა და რა თქმა უნდა, შესაბამისი ზომები იქნება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

სუსის განცხადებაში ნათქვამია რომ აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი. განცხადებაში ასევე წერია რომ პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,229 ნახვა