GD Banner
უცხოური მედია

ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა კრემლში ორმხრივი შეხვედრა გამართეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტის ფარგლებში, კრემლში ორმხრივი შეხვედრა გამართეს.

ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც პუტინმა შეხვედრის დასაწყისში განაცხადა, ეკონომიკური თანამშრომლობის გარდა, ფაშინიანთან რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავდა.

„ღია რეჟიმში ამაზე დეტალურ საუბარს არ დავიწყებთ, თუმცა არის შესაძლებლობა, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ვისაუბროთ, ჩვენი ურთიერთობების მთელ კომპლექსზე, მათ შორის შევეხოთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსაც“, – განაცხადა პუტინმა.

ნიკოლ ფაშინიანმა კი, აღნიშნა, რომ დეკემბრის შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ლიდერთან ბევრი განსახილველი საკითხი დაგროვდა.

„საბჭოს სხდომის დროს ეკონომიკური ბლოკი უკვე განვიხილეთ. და ახლა ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ, განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს, რეგიონულ საკითხებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,918 ნახვა