გუშინ ღამით დააკავეს საპროტესტო აქციების მონაწილე, გიორგი შანიძე. ის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, შანიძეს, სავარაუდოდ, საპროტესტო აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანებას ედავებიან.
რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიცია მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკას ატარებდა, ოჯახის წევრების ინფორმაციით, სამართალდამცველებს მათთვის ჩხრეკისთვის აუცილებელი სპეციალური ორდერი არ წარუდგენიათ.
Facebook Comments Box