დღეს ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე მე-11 ნომრად წარდგება და შეასრულებს კომპოზიციას Firefighter. კონკურსის წესების მიხედვით, საქართველოდან ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა არ არის შესაძლებელი, ამიტომ უცხოეთში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.
ხმის მიცემა შესაძლებელია მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნებიდან: მალტა, ალბანეთი, საბერძნეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, საფრანგეთი, ავსტრია, დანია, სომხეთი, ლატვია, ესპანეთი, სან მარინო, ბელგია, ესტონეთი, იტალია, ისრაელი, ნორვეგია, ნიდერლანდები
მეორე ნახევარფინალი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
Facebook Comments Box