GD Banner
Uncategorized

მიხეილ ყაველაშვილი: პუტინის ინაუგურაციას ევროკავშირის შვიდი ქვეყნიდან დაესწრნენ – ახლა აღარ არის უკრაინა დღის წესრიგში? ახლა აღარ აწუხებთ უკრაინაში რა ხდება? თუ პუტინი აღარ არის ოკუპანტი? ამას ახლა რატომ აღარ აპროტესტებენ?

„სად არის რადიკალური ოპოზიცია, რატომ არ აპროტესტებს საფრანგეთის ელჩის მონაწილეობას პუტინის ინაუგურაციაში? ამ პროცესში, საერთოდ, ევროკავშირის შვიდი ქვეყანა მონაწილეობდა. ახლა აღარ არის უკრაინა დღის წესრიგში? ახლა აღარ აწუხებთ უკრაინაში რა ხდება? აღარ წუხან იმ ადამიანებზე, ვინც იქ იხოცებიან? თუ პუტინი აღარ არის ოკუპანტი? რატომ არ გამოდიან და აკრიტიკებენ ამ ყველაფერს?“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლებას ორმაგი სტანდარტებით მოექცნენ, როცა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა რუსეთის მიმართ თითქმის ყველა სანქციას შეუერთდა, მაინც გააკრიტიკეს და დაუპირისპირდნენ, რადგან მეორე ფრონტი არ გახსნა.

„საქართველოს ხელისუფლება რა დღეში ჩააგდეს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის წინააღმდეგ თითქმის ყველა სანქციას შეუერთდა, უარი თქვა მხოლოდ მეორე ფრონტის გახსნაზე, რადგან ბირთვულ სახელმწიფოსთან ომში საქართველო განადგურდებოდა. მშვიდობიანი პოლიტიკა გვაქვს გაცხადებული, არავის არაფერს არ ვუმალავთ. გაცხადებული გვაქვს, რომ გვინდა ევროკავშირის წევრი გავხდეთ და ამასთან დაკავშირებით ყველა დონეზე მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,311 ნახვა