GD Banner
ხელოვნება და კულტურა

მამაჩემი ყველა ომში პირველ ხაზზე იბრძოდა. ეს მებრძოლი ხასიათი გამოყოლილი მაქვს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ 9 მაისს გავაერთიანო საქართველო. ჩემს მესიჯს სცენიდან ვიტყვი – ნუცა ბუზალაძე

წელს “ევ­რო­ვი­ზი­ის” სიმ­ღე­რის კონ­კურსს შვე­დე­თი უმას­პინ­ძლებს. სა­ქარ­თვე­ლოს კი კონ­კურ­სზე ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე წა­რად­გენს. ნუცა მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში, 9 მა­ისს გა­მო­ვა სცე­ნა­ზე და ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გა­დას­ვლას სიმ­ღე­რით “Firefighter” შე­ეც­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო, რო­მე­ლიც ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექტს უკავ­შირ­დე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ნუ­ცას აზ­რის გა­მო­ხატ­ვას სთხოვს და დუ­მი­ლის გამო მას აკ­რი­ტი­კე­ბენ. აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით მომ­ღე­რალ­მა ქარ­თულ-იტა­ლი­ურ ტე­ლე­ვი­ზია KNTV-სთან ისა­უბ­რა.

„ჩემს პოზიციას, რაც გამიკეთებია, ვამტკიცებ ბავშვობიდან, სადაც ჩავდივარ, ყველა ქვეყანაში ჩემი დროშა ფრიალებს. არასდროს, არც ერთ კონკურსზე სხვა ქვეყნის სახელით მონაწილეობა არ მიმიღია. შემოთავაზება ბევრი იყო, მაგრამ ჩემი ქვეყანა იმდენად მიყვარს, ისეთი ოჯახიდან ვარ, მამაჩემი ყველა ომში პირველ ხაზზე იბრძოდა. ეს მებრძოლი ხასიათი მე გამოყოლილი მაქვს. ჩემი სიმღერაც მინდოდა ყოფილიყო ქართველი ხალხის და ქართველი ქალის ხასიათის წარმოსაჩენი. ჩემი მესიჯი ნათელია, ჩემი პოზიცია ნათელია, იქიდან გამომდინარე, რომ სადაც ახლა გამოვდივარ, ამ კონკურსზე 

როცა ვუყურებ კადრებს რაც ხდება და ჩემს ხალხს, გული მტკივა და ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს. მე ყვალაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ 9 მაისს ჩემმა ხალხმა ძალიან იამაყოს. მე ყველაფერს გავაკეთებ მისთვის, რომ 9 მაისს გავაერთიანო საქართველო როგორც ეს ამერიკან აიდოლის დროს ხდებოდა. ჩემს მესიჯს სცენიდან ვიტყვი”- ამბობს ნუცა ბუზალაძე. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,779 ნახვა