აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი FARA-ს კანონზე საჯაროდ უტიფრად ტყუის!,-ასე ეხმაურება რეჟისორი გოგა ხაინდრავა მეთიუ მილერს, რომელმაც განაცხადა, რომ ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა! როდესაც ჰეგემონი სახელმწიფო ცრუპენტელობას იწყებს და მსოფლიოს დასაცინი ხდება! ეს მისი პოლიტიკური გავლენების კრახის მომასწავლებელია!“,-წერს გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში.
Facebook Comments Box