GD Banner
პოლიტიკა

ანა ფოტიგამ განმარტა, რატომ არის ევროპარლამენტი „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგი – „ჩვენ ქართველი ხალხის ნებას მივყვებით“

ევროპარლამენტარების ერთობა, რომელიც რეზოლუციაში გამოიხატა, ეხებოდა არა იმდენად კანონპროექტს, რამდენადაც იმას, თუ როგორ აღვიქვამთ ქართველი ხალხის ნებას,-ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ტვ-პირველის გადაცემაში „ხედვა ვაშინგტონიდან“ განაცხადა.

 ჟურნალისტის კითხვაზე- „აგვიხსენით, რატომ არის ევროპარლამენტი ამ კანონის წინააღმდეგი?“,- ფოტიგამ განაცხადა, რომ ისინი ქართველი ხალხის ნებას მიყვებიან. 

„ჩვენ, ევროპარლამენტარები სხვადასხცა საკითხზე განსხვავებულ აზრს წარმოვადგენთ, ყოველთვის ყველაფერზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით, კონსენსუსი გვაქვს. და ეს კენჭისყრაზეც გამოჩნდა, როდესაც უმრავლესობამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ეს ერთობა იმდენად კანონპროექტს არ ეხება, რამდენადაც იმას, თუ როგორ აღვიქვამთ ქართველი ხალხის ნებას. ეს ნება კი, ჩვენი შეფასებით, სრულიად ნათელია. გასულ წელს ისინი შეეწინააღმდეგნენ ამ კონონს. მათ გადაწყვიტეს, რომ ეს საქართველოსთვის არასწორი იყო და იმეორებდა პუტინის ქმედებებს. ჩვენ მივყვებით ქართველი ხალხის სურვილს. 

ჩემი აზრით, კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლაა და აჩვენებს მთავრობის სურვილს, უფრო მეტად დაუახლოვდეს რუსეთს, ვიდრე დასავლეთს.

დემონსტრაციები, რომელიც აპრილში დაიწყო და დღემდე გრძელდება, არის სახელმძღვანელო ყველა ჩვენთაგანისთვის, როგორ მოვექცეთ მთავრობის მცდელობას, შეეწინააღმდეგოს ხალხის სურვილს“,-განაცხადა ფოტიგამ.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ მთავრობა ხალხის სურვილის შესაბამისად მოიქცევა, თუმცა მდგომარეობა საკმაოდ რთულია.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს მთავრობაზე ზეწოლა, ფოტიგა პასუხობს, რომ ეს უფრო მეტად, ღრმა შეშფოთების გამოხატვა იყო.

„ჩვენ არ გვსურს ზეწოლა მოვახდინოთ ქვეყანაზე, რომელიც სუვერენულია და რომელმაც გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღოს. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ ქართველი ხალხის ნების გამოხატვის აუცილებლობას. ჩემი აზრით, ქართველი ხალხის ნება საკმაოდ ნათელია. მათ სურთ, რომ საქართველო დასავლური ქვეყნების ბლოკში იხილონ“,-აცხადებს ევროპარლამენტარი. 

მისივე თქმით, ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციაში ორი შესწორება შეიტანა. ერთი ეხებოდა მიხეილ სააკშვილს, რადგან სტრასბურგში ამ დროს სტუმრად იმყოფებოდნენ გიული ალასანია და ნიკა გვარამია, რომლებმაც სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრეს.

„ამ დროს სტუმრად გვყავდნენ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, ნიკა გვარამია და მისი უახლოესი მეგობრები. რომლებმაც სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს. მეორე შესწორება კი, ეხებოდა შემზღუდველი ზომების დაწესებას ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ“,-განაცხადა ანა ფოტიგამ. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,229 ნახვა