ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) მოსკოვისა და მინსკის მხარეზე დადგა, – ასე აფასებს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ODIHR-ის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნებს არ დააკვირდება.
„ეს ცოტათი ყურადღების მიღმა დარჩა. მიზეზი, რის გამოც ODIHR-ი არ დააკვირდება ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებს მომავალ შაბათ-კვირას, არის ის, რომ ლიეტუვამ უარი თქვა ბელორუსისა და რუსეთის „დამკვირვებლებზე“ და ODIHR-ი მოსკოვისა და მინსკის მხარეზე დადგა“, – წერს იოზვიაკი X-ზე.
Facebook Comments Box