GD Banner
პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა – რაც არ უნდა იძახონ “მშვიდობიანმა” მომიტინგეებმა ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა აქციაზეო -ტყუილია. ბოლო აქციაზე გამოჩნდა მათი და მათი ორგანიზატორების მიზნები – დაპირისპირება ქართველ ხალხთან, ქალაქის პარალიზება, აგრესია და დესტრუქცია

“რაც არ უნდა კეთილ მიზანს ემსახურებოდეს აქცია, რაც არ უნდა იძახონ “მშვიდობიანმა” მომიტინგეებმა ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა აქციაზე და თუ ჩამოვარდა ჩვენი აქტივისტები ალაგებდნენო, ტყუილია! ფაქტი სახეზეა, დალეწილი, დანაგვიანებული თბილისი.”- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა და სოციალურ ქსელში აქვეყნებს აქციის შედეგად დანაგვიანებულ ქუჩის კადრებს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ბოლო აქციაზე გამოჩნდა მათი და მათი ორგანიზატორების მიზნები, დაპირისპირება ქართველ ხალხთან, ჩვეულებრივ მოქალაქეებთან, ქალაქის პარალიზება, აგრესია და დესტუქცია.

მისივე თქმით, მღვრიე წყალში თევზი ადვილად დასაჭერია, აი ეს უნდათ გაყიდულ ორგანიზატორებს, ხელისუფლებაში მოსვლა არა არჩევნების გზით, იციან აგებენ, არამედ რევოლუციით.

“რაც არ უნდა კეთილ მიზანს ემსახურებოდეს აქცია, რაც არ უნდა იძახონ “მშვიდობიანმა” მომიტინგეებმა ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა აქციაზე და თუ ჩამოვარდა ჩვენი აქტივისტები ალაგებდნენო, ტყუილია! ფაქტი სახეზეა, დალეწილი, დანაგვიანებული თბილისი. ტყუილია მათი სიტყვები საქართველოს მომავლისთვის ბრძოლის შესახებ! ბოლო აქციაზე გამოჩნდა მათი და მათი ორგანიზატორების მიზნები, დაპირისპირება ქართველ ხალხთან, ჩვეულებრივ მოქალაქეებთან, ქალაქის პარალიზება, აგრესია და დესტუქცია. მღვრიე წყალში თევზი ადვილად დასაჭერია, აი ეს უნდათ გაყიდულ ორგანიზატორებს, ხელისუფლებაში მოსვლა არა არჩევნების გზით, იციან აგებენ, არამედ რევოლუციით. აი ამისთვის წირავენ ჩვენს ახალგაზრდებს. მათ გვერდში დგომასაც არ კადრულობენ, წვიმას როგორ შეაწუხებინებენ თავს, კაფეებში სხედან და ტელეფონით ადევნებენ თვალს წვიმაში გაწუწულ ახალგაზრდებს, ტელეფონითვე მოუწოდებენ არ გაჩერდნენ და ალბათ გულში იცინიან ამდენი ახალგაზრდის გაცუცურაკებისთვის.”- წერს ნინო ფოჩხუა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა