GD Banner
პოლიტიკა

ლადო მგალობლიშვილი: ახლა ნეიტრალური ხალხი რომ დგახართ აქციებზე, „ნაცები რომ არ მოგწონთ, მაგრამ ევროპა გინდათ” ზუსტად თქვენ შვილებს დაერევიან ესენი ძალაუფლების ხელში აღების შემთხვევაში

გუშინ ნაცმოძრაობის დაძახილზე ხალხი არ გამოვიდა. ამიტომ ცოტა ხალხით სატრანსპორტო ჯოჯოხეთი მოუწყვეს თბილისელებს. ვიხილეთ ეგზალტირებული ,,პატარა ადამიანების” ფაშისტური ქცევა, როგორ ეპყრობოდნენ საცობში მყოფ უკმაყოფილო მოქალაქეებს, – წერს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ,,ქართული ოცნებიდან” – საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლადო მგალობლიშვილი.

მისი თქმით, დღეს რომ ნეიტრალური ხალხი დგას აქციაზე, რომლებიც ამბობენ, რომ ნაცები არ მოწონთ, მაგრამ ევროპა უნდათ, სწორედ მათ შვილებს დაერევა ოპოზიცია ძალაუფლების ხელში აღების შემდგომ.

„გუშინ ნაცმოძრაობის დაძახილზე ხალხი არ გამოვიდა. ამიტომ ცოტა ხალხით სატრანსპორტო ჯოჯოხეთი მოუწყვეს თბილისელებს. ვიხილეთ ეგზალტირებული ,,პატარა ადამიანების” ფაშისტური ქცევა ,,როგორ ეპყრობოდნენ საცობში მყოფ უკმაყოფილო მოქალაქეებს. სიმსივნიანი პაციენტი და ფეხმძიმე ქალიც კი არ გაატარეს. ღმერთმა არ ქნას ამ კომპლექსიან კაცუნებს ოდესმე ძალაუფლება მიეცეს, მიშაზე უარესს იზამენ. ახლა ნეიტრალური ხალხი რომ დგახართ აქციებზე, „ნაცები რომ არ მოგწონთ, მაგრამ ევროპა გინდათ” ზუსტად თქვენ შვილებს დაერევიან ესენი ძალაუფლების ხელში აღების შემთხვევაში“, – წერს ლადო მგალობლიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,229 ნახვა