გმირთა მოედანზე, აქციის მონაწილეებმა მოთხოვნები გააჟღერეს. მათი პირველი მოთხოვნაა, დაკავებულების გათავისუფლებაა, ამასთან, შეკრებილების მოთხოვნაა, ტოტალური დაუმორჩილებლობა გამოცხადდეს იქამდე, ვიდრე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს არ გაიწვევენ.
ასევე კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ითხოვენ აქციის მონაწილეებზე, მათ შორის, ბავშვებსა და ქალებზე მოძალადეების დასჯას.
“პირველი მოთხოვნაა, რომ გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმარი, რომელიც უსამართლოდ დააკავეს. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა არის ის, რომ გამოვაცხადოთ ტოტალური, სრული დაუმორჩილებლობა, სანამ კანონს არ გაიწვევენ. მესამე მოთხოვნა არის ის, რომ ყველა, ვინც კი იძალადა ქალებზე, ბავშვებზე და პროტესტის დანარჩენ წევრებზე, გამოვიძიოთ და დავსაჯოთ მაქსიმალურად”, – განაცხადა აქციის მონაწილემ.