GD Banner
პოლიტიკა

ლუკა ეხვაია: ანა ნაცვლიშვილი, ადამიანი, რომელიც სადაც არ უნდა მოხვდეს ისტერიულად და განურჩევლად ყველას რუსეთუმეს ეძახის, საქართველოს ინდუსტრიის ძარცვით გამდიდრდა -დროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას

რამხელა პარადოქსია, რომ ის ადამიანები, რომლებიც პროევროპულობაზე, პატრიოტიზმზე და პროგრესულობაზე დებენ თავს, რეალურად რუსეთთან ფლირტში და საკუთარი ქვეყნის დაშლა-გაღარიბებაში მთავარ როლს თამაშობენ, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ლუკა ეხვაია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საია-ს ყოფილი თავმჯდომარე და ენჯეო სექტორიდან ამოზრდილი „ლელოს“ მედროშე, ანა ნაცვლიშვილი, ადამიანი, რომელიც სადაც არ უნდა მოხვდეს ისტერიულად და განურჩევლად ყველას რუსეთუმეს ეძახის, საქართველოს ინდუსტრიის ძარცვით გამდიდრდა, რადგან მამამისი, ამირან ნაცვლიშვილი ჯერ რუსეთში მოღვაწეობდა და აწყობდა ბიზნესს, შემდეგ ჩამოვიდა და ქუთაისის ლეგენდარული საწარმო უბრალოდ დაშალა-გაყიდა და ამ ყველაფრის მერე ისევ რუსეთში გაიქცა.

„რამხელა პარადოქსია, რომ ის ადამიანები, რომლებიც პროევროპულობაზე, პატრიოტიზმზე და პროგრესულობაზე დებენ თავს, რეალურად რუსეთთან ფლირტში და საკუთარი ქვეყნის დაშლა-გაღარიბებაში მთავარ როლს თამაშობენ. ელენე ხოშტარიას და რუბლების მეგობრობის ამბავი უკვე ყველამ ვიცით, მაგრამ მხედველობიდან გამოგვრჩა საია-ს ყოფილი თავმჯდომარე და ენჯეო სექტორიდან ამოზრდილი „ლელოს“ მედროშე, ანა ნაცვლიშვილი. ადამიანი, რომელიც სადაც არ უნდა მოხვდეს ისტერიულად და განურჩევლად ყველას რუსეთუმეს ეძახის, საქართველოს ინდუსტრიის ძარცვით გამდიდრდა. ანა ნაცვლიშვილის მამა ჯერ ქუთაისის ვიცე-მერი იყო, შემდეგ ქუთაისის უმსხვილესი „ავტოქარხნის“ გენერალური დირექტორი გახდა და ოჯახურ ბიზნესად აქცია. საწარმოში, სადაც თავის დროზე ათი ათასზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული და აღჭურვილი იყო იმ დროისთვის უნიკალური ტექნოლოგიით, ნაცვლიშვილის მამამ დაშალა და ჯართად გაყიდა. მუშა მდგომარეობაში მყოფი დანადგარები, რომლებიც ჯართად საღდებოდა, ძირითადად ირანში გადიოდა, ნაწილმა იტალიამდეც კი მიაღწია – ასე დააგროვა ნაცვლიშვილის ოჯახმა სიმდიდრე.

სააკაშვილის რეჟიმის დროს, 2004 წელს, სახელმწიფო ქონების მითვისება-განიავების დანაშაულისთვის ანა ნაცვლიშვილის მშობლები დააკავეს, მერე გარიგება შედგება, როგორც ხდებოდა ნაცების დროს, ნაწილი (50 ათასი ლარი) ოფიციალურად გადაახდევინეს, უფრო მეტი კი არაფორმალურად წაართვეს. მაგრამ ეს ყველაფერი ზღვაში წვეთი იყო იმასთან შედარებით, რაც ნაცვლიშვილის ოჯახმა ქუთაისის დე-ინდუსტრიალიზაციით დააგროვა, გამოძიებით ეს თანხა 4 მილიონ ლარს აღემატებოდა, მაგრამ რეალურად გაცილებით დიდ თანხაზე, ათეულობით მილიონზეა საუბარი.

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ნაცვლიშვილების ოჯახმა ჯერ სტრასბურგის სასამართლოში იჩივლეს, მაგრამ უშედეგოდ, ამის შემდეგ კი რუსეთში გაიხიზნნენ. მათი მემკვიდრე, ქ-ნი ანა ნაცვლიშვილი კი ნელ-ნელა ენჯეო სექტორში მოხოდეს. მაგრამ აგენტი როგორ შეიძლება იყოს, ამ აზრმა საერთოდ როგორ გაგიელვათ.. მოკლედ, ამირან ნაცვლიშვილი ჯერ რუსეთში მოღვაწეობდა და აწყობდა ბიზნესს, შემდეგ ჩამოვიდა და ქუთაისის ლეგენდარული საწარმო უბრალოდ დაშალა-გაყიდა და ამ ყველაფრის მერე ისევ რუსეთში გაიქცა. ამ ყველაფერზე ნაცვლიშვილი ამბობს, მამა ხელისუფლების მსხვერპლი იყო და არც ახალმა ხელისუფლებამ გააკეთა რამე მსხვერპლის უფლებების დასაცავადო. აი, ამდენს ბედავენ სახელმწიფო ქონების ქურდები, რომლებმაც ხალხის სიმდიდრე გაანიავეს. ასე მიმდინარეობდა ჩვენი „პატრიოტებისა“ და „ევროპელების“ ხელით ჩვენი ქვეყნის ძარცვა და ქვეყნის საწარმოო პოტენციალისა და ეკონომიკური თვითმყოფადობის განადგურება. ახლა კი ეს ადამიანი „რუსეთუმეებს“ ჩვენ გვეძახიან.. დროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას“, – წერს ლუკა ეხვაია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,232 ნახვა