GD Banner
პოლიტიკა

ალექსანდრე დარახველიძე – აქციის მონაწილეები იყენებენ გაურკვეველი წარმოშობის მხუთავ აირებსა და გაზს, რომლებიც არცერთ ღია ქსელურ მაღაზიაში არ იყიდება, გავარკვევთ, როგორ მოხვდა მათ ხელში ეს საშუალებები

აქციის თითოეული მონაწილე იყენებს სხვადასხვა საგანს, მათ შორის გაურკვეველი წარმოშობის ისეთ მხუთავ აირებსა და გაზს, რომლებიც არცერთ ღია ქსელურ მაღაზიებში არ იყიდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, უწყება დაინტერესდება და გაარკვევს, როგორ მოხვდა ეს საშუალებები აქციის მონაწილეების ხელში.

„საზოგადოება ხედავს, რომ პოლიცია არის პარლამენტის შენობის შიდა ტერიტორიაზე. ჩვენ გარეთ არ გამოვსულვართ და შიგნიდან ვცდილობთ, რომ დავიცვათ ტერიტორია უნებართვო შეჭრისგან. ის სპეცსაშუალებები, რაც კანონით არის გათვალისწინებული, ეს არის წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. ეს გამოვიყენეთ. მიუხედავად იმისა, რომ სრული სამართლებრივი საფუძველი გვქონდა, გამოგვეყენებინა რეზინის ტყვიები, არ ყოფილა გამოყენებული.

საზოგადოება კარგად ხედავს, რომ აქციის თითოეული მონაწილე იყენებს სხვადასხვა საგანს, მათ შორის გაურკვეველი წარმოშობის ისეთ მხუთავ აირებსა და გაზს, რომლებიც არცერთ ღია ქსელურ მაღაზიებში არ იყიდება და საიდან მოხვდა მათ ხელში ძალიან საინტერესოა. ამით აუცილებლად დავინტერესდებით და გავარკვევთ, როგორ მოხვდა ამ ადამიანების ხელში ეს საშუალებები.

შესაბამისად, ჩვენი მხრიდან გამოყენებული იქნა კანონით გათვალისწინებული სპეცსაშუალებები. ასე რომ, კატეგორიულად უარვყოფთ და ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ამ ეტაპის მდგომარეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთ თანამშრომელს რეზინის ტყვია არ გამოუყენებია“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,232 ნახვა