GD Banner
პოლიტიკა

სანამ ისევ ჩამთვლემს, კაცურად მითხარით, რა გინდათ? ეს კარი რაიმე საკრალურ დატვირთვას ატარებს თუ უბრალოდ, ღობეგლეჯიაობა არის ახალი რევოლუციური სვლა?!- ხათუნა ხოფერია

ვუყურებდი ინტერესით… ჭიშკარს ეჯაჯგურებოდნენ… მოგლეჯა უნდოდათ…

ჩამთვლიმა…

რაღაც მომენტში ისევ შევხედე… ისევ ეჯაჯგურებიან 2 საათი გადაბმულად…

ჩამთვლიმა…

ვაა.. ისევ შევხედე, შევარდნას აპირებენ პარლამენტში…კარები ჯიგრულად კიდია თავის ადგილზე…

ისევ ჩამთვლიმა…

რაღაც ტაშის ხმაზე გამეღვიძა, ისევ შევხედე და… კარებზე ბევრი ჯართია მიწყობილი. კარები ჩაიხერგეს… ანუ, აღარ უნდათ შევარდნა და თავს იხერგავენ…

სანამ ისევ ჩამთვლემს, კაცურად მითხარით, რა გინდათ?!… ეს კარი რაიმე საკრალურ დატვირთვას ატარებს? თუ უბრალოდ, ღობეგლეჯიაობა არის ახალი რევოლუციური სვლა?! ნუ, როგორც სმოლნის აღება რააა…

ეჰ, იმას მიეცა თქვენი ცოდვა, ვინც მიგიშვათ და მიგატოვათ 😩😩😩 ვინც დაგაიმედათ და აგიფარათ, ვინც, უბრალოდ, გამოგიყენათ…

ისე, მაგათმა უკრაინა მიატოვეს, ავღანელებიც, ებრაელებიც… ყველა მიატოვეს… ღმერთიც კი…

დავიძინებ… სხვათა შორის, მშვიდად,-წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,229 ნახვა