GD Banner
პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე დეპუტატების ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ მუქარაზე: ეს არის მორიგი რეკორდი სიმდაბლეზე ხტომაში, არავის ეშინია ამ მინი-ფაშისტების, რომლებიც ოჯახის წევრებს, ბავშვებს და ხანდაზმულებს ემუქრებიან დევნით

ეს არის მორიგი რეკორდი სიმდაბლეზე ხტომაში, ვინც ამ განცხადებებს აქვეყნებს და ამ ინფორმაციას ითხოვს, რა თქმა უნდა, არღვევს ყველანაირ წესს და ძალიან ახლოს არის კანონის დარღვევასთანაც, რაზეც, რა თქმა უნდა, იქნება კანონის ფარგლებში რეაგირება, თუმცა, არავის ეშინია ამ მინი-ფაშისტების, რომლებიც ოჯახის წევრებს, ბავშვებს და ხანდაზმულებს ემუქრებიან დევნით, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ რადიკალების მიერ გაჟღერებული მოთხოვნა, რომლის თანახმად, უნდა გამოქვეყნდეს იმ დეპუტატების ოჯახის წევრების ფოტოები, ვინც მხარი დაუჭირა “გამჭვირვალობის კანონს”.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ამ ადამიანების ინსტრუმენტი არ შეცვლილა და ოპოზიციაში ყოფნის დროსაც, მათი ფსიქოლოგია დევნა და შურისძიებაა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას მომავალში ამ ძალის ხელისუფლებაში დაბრუნება, ვინაიდან ისინი პოლიტიკას ადამიანების დაჭერაზე, დათრგუნვასა და დევნაზე აგებდნენ.

“მათი ერთადერთი ინსტრუმენტი, ერთადერთი ფსიქოლოგია არის ის, რასაც აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ოპოზიციაშიც აგრძელებენ იმავეს – მოქალაქეების დევნის სურვილი, შურისძიება, – ეს არის მათი მამოძრავებელი. ამას ჩვენ ვამბობდით წლების განმავლობაში და სწორედ ამაში გვჭირდება მომავალშიც ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა, რომ არ დავუშვათ ჩვენს ქვეყანაში იმ დროის და იმ ხალხის დაბრუნება, ვინც თავის მოქმედებებს, თავის პოლიტიკას შურისძიებაზე, დევნაზე, ადამიანების დაჭერაზე და მათ დათრგუნვაზე თუ დაშინებაზე აგებდნენ. ეს არ მოხდება და ეს ვერ მოხდება საქართველოში ვერც მომავალში.” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,897,742 ნახვა