GD Banner
პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე ოპოზიციას- როცა ყველაზე დიდ შეკრებას “რუსულ მარშს“ ეძახი ეს არის ქვეყნისთვის ანტიევროპული საქმე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე 29 აპრილის საყოველთაო-სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია მიზანმიმართულად აზიანებს ქვეყნის იმიჯს, როდესაც ყველაზე დიდ შეკრებას “რუსული მარშს” უწოდებს.

ცოტნე ანანიძის თქმით, სინამდვილეში ქართულ საზოგადოებას, რომელიც შეიკრიბა 29 აპრილს რუსთაველზე, ძალიან კარგად აქვს გააზრებული საკუთარი პოზიცია – ქვეყანამ თანმიმდევრულად და სტაბილურად განაგრძოს ევროინტეგრაციის გზაზე სვლა.

„ოპოზიცია აგრძელებს თავის ჩვეულ მავნებლურ პოლიტიკას – რუსული იარლიყების მიკერებას, ამჯერად ყველაზე დიდ შეკრებას უწოდა “რუსული მარში”, რომ მიზანმიმართულად დააზიანოს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, თითქოს ეს ხალხმრავალი შეკრება იყო “რუსული” და საზოგადოების დიდ ნაწილს არ სურს ევროპა. ეს არის სწორედ ანტიდასავლური პოლიტიკა და ქმედება! სინამდვილეში კი, ქართულ საზოგადოებას, რომელიც შეიკრიბა 29 აპრილს რუსთაველზე, ძალიან კარგად აქვს გააზრებული საკუთარი პოზიცია – ქვეყანამ თანმიმდევრულად და სტაბილურად განაგრძოს ევროინტეგრაციის გზაზე სვლა.“-აცხადებს ცოტნე ანანიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,232 ნახვა