GD Banner
პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: საყოველთაო-სახალხო შეკრებამ ჭკუიდან გადაიყვანა ცალკე “ნაცები”, ცალკე არასამთავრობოები, რომლებმაც გადაწყვიტეს, მსხვერპლად წარმოჩენილიყვნენ, შესაბამისად რადიკალურ მოქმედებებზე, სამართალდამცავების შეურაცხყოფაზე და ძალადობაზე გადავიდნენ

“ქართული ოცნების” საყოველთაო-სახალხო შეკრებამ აბსოლუტურად ჭკუიდან გადაიყვანა ცალკე “ნაცები”, ცალკე არასამთავრობოები, რომლებმაც როგორც ჩანს გადაწყვიტეს ისეთი პროვოკაციები მოეწყოთ, რომ მსხვერპლად წარმოჩენილიყვნენ. შესაბამისად რადიკალურ მოქმედებებზე, სამართალდამცავების შეურაცხყოფაზე და პირდაპირ ძალადობაზე გადავიდნენ, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი თბილისის ცენტრში განვითარებული მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, როცა უკვე პარლამენტის შენობაში არავინ იმყოფებოდა, სწორედ მაშინ გადაწყვიტეს ქუჩების და შენობების ბლოკირება, ასევე ბარიკადების აგება, აქციის დასასრულს კი, მთავარი რადიკალები გამოჩნდნენ, რომლებმაც გაწყვიტეს, რომ რამე ისეთი გაეკეთებინათ, რაც მინიმუმ მეორე დღეს სალაპარაკო თემა იქნებოდა.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს არჩევნებში მოგების იმედი, შესაბამისად, ცდილობენ დესტაბილიზაციის გზით შავი ფულის გადარჩენას.

“ქართული ოცნების საყოველთაო-სახალხო შეკრებამ აბსოლუტურად ჭკუიდან გადაიყვანა ცალკე ნაცები, ცალკე არასამთავრობოები, რომლებმაც როგორც ჩანს გაწყვიტეს ისეთი პროვოკაციები მოეწყოთ, რომ მსხვერპლად წარმოჩენილიყვნენ. შესაბამისად რადიკალურ მოქმედებებზე, სამართალდამცავების შეურაცხყოფაზე და პირდაპირ ძალადობაზე გადავიდნენ. როცა უკვე პარლამენტის შენობაში არავინ არ იმყოფებოდა, სწორედ მაშინ გადაწყვიტეს ხან ქუჩებისა და ხანაც შენობების ბლოკირება, ბარიკადების აგება. როცა აქცია დასრულებულისკენ მიდიოდა მაშინ გამოჩნდნენ „სცენაზე“ მთავარი რადიკალები, რომლებმაც გაწყვიტეს, რომ რამე ისეთი უნდა გაეკეთებინათ, რაც მინიმუმ მეორე დღეს სალაპარაკო თემა იქნებოდა. ცოტა ხანში ხაბეიშვილი,რომელიც რაღაც ინტერვიუს იძლეოდა, უცბად მოტრიალდა და კისრისტეხით მარტო გავარდა პოლიციის კორდონის „დასაშლელად.“მოგვიანებით, ხაბეიშვილის საავადმყოფოში ხილვა შეიძლება ვიღაცას გაუხარდა, შეიძლება ვიღაცას ეწყინა კიდეც, მე კი ერთ მარტივ შეკითხვას დავსვამ ეს არის მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე? ეს პროვოკატორი? ეს იმდენადაც ვერ აზროვნებს, რომ ასეთი იაფფასიან დავალებას უსრულებს ვიღაცას? თუ შეგნებულად მარტო გაიქცა პოლიციის კორდონის დასაშლელად? მაშინ რის და ვისი ზემოქმედების ქვეშ იყო?

დაიწყებენ ახლა ხავილს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გუშინ … და გვანახებენ მის დალურჯებულ სახეს, ისე ელისაშვილიც მხიარულად იყო ანჯელინა ჯოლის ვგავარო, ესეც იძახის უფრო დამშვენებული გამოვალ საავადმყოფოდანო, მგონი რაღაც ფსიქიკურ გადახრებთან გვაქვს საქმე ოპოზიციაში. ერთი რამ უკვე ზუსტად ვიცი, ამ ოპოზიციურ პარტიებს არავითარ საარჩევნო პროგრამა არ გააჩნიათ, დარწმუნებით იციან რომ წააგებენ, ახლა კი არასამთავროების შემუშავებული გეგმით მოქმედებენ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დესტაბილიზაციაზე გათვლილი, მათი შავი ფული გადასარჩენად. ერთი კითხვა კი უცხოელებთანაც მაქვს, მართლა კარგად გაქვთ გათვლილი რომ ეს ხელისუფლება ამ ხაბეიშვილების ნაირებმა უნდა შეცვალონ? დარწმუნებულები ხართ რომ ეს გამოგივათ? და რომ არ გამოგივათ ბოდიშს მაინც თუ მოიხდით? ჩვენ კი ვიცით რის ფასად ვიცავთ თავს, ასე ვიყავით ყოველთვის მთელი ისტორიის მანძილზე, თქვენ რის ფასად გიღირთ საქართველოს დაკარგვა, პოლიციის კორდონში ძალით, თავის თავის გასალახად შევარდნილი ხაბეიშვილის ფასად? აშკარა, რომ უცხოეთში ვიღაცები უფრო პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი აქციებს გულშემატკივრობენ, ვიდრე ასიათასობით გულანთებული ქართველების ნებასა და არჩევანს ! თუმცა ძალიან ცდებიან, ქართველი ხალხის დამარცხება შეუძლებელია!” – წერს ნიკოლეიშვილი

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,227 ნახვა