GD Banner
პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე – არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ, პოლიცია იმუშავებს ისე, როგორც საჭიროა

როგორც ჩანს, არ გახსოვთ, რას ნიშნავს აქციის დარბევა. აქციის დარბევა იყო 7 ნოემბერს, 26 მაისს – რაც იყო სისასტიკე. არ დავუშვებთ, რომ ამ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, პროვოკაცია, ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას, პოლიცია იმუშავებს ისე, როგორც საჭიროა – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე. გატარდება მშვიდობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი ღონისძიებები.

„როგორც ჩანს, არ გახსოვთ, რას ნიშნავს აქციის დარბევა. აქციის დარბევა იყო 7 ნოემბერს, 26 მაისს – ეს არის აქციის დარბევა, რაც იყო სისასტიკე. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, რომ ვინმემ შეძლოს პროვოკაციის მოწყობა. პოლიცია იმუშავებს ისე, როგორც საჭიროა. არ დავუშვებთ, რომ ჩვენი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. არ დავუშვებთ ვინმეზე იძალადონ, პროვოკაციები მოაწყონ და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ. პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე. ყველა შესაბამის გადაცდომაზე, რომელიც იქნება ერთი მხრივ აქციის მონაწილეების მხრიდან, ან მეორე მხრივ, შეიძლება იყოს პოლიციის მხრიდან, შესაბამისი რეაგირება იქნება. განვიხილავთ კანონპროექტს, რომლის განხილვაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ეს განხილვები წარიმართოს ძალიან მშვიდობიან რეჟიმში. სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე. ის ღონისძიებები გატარდება, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი მშვიდობის შესანარჩუნებლად“ – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,897,737 ნახვა