GD Banner
პოლიტიკა

რეზო ხარაზი: ხანდახან იტყვიან, რომ არ გვინდა ეგ რევოლუციაო, მაგრამ გვინდა რევოლუცია, ეგენი უნდა გადავაბრუნოთ

ხანდახან იტყვიან, რომ არ გვინდა ეგ რევოლუციაო, მაგრამ გვინდა ეგ რევოლუცია, – ამის შესახებ ბათუმის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რეზო ხარაზმა ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი უნდა “გადააბრუნონ”. რაც შეეხება აქციაზე შეკრებილებს, ხარაზის განცხადებით, ყველა მათგანი “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენს და ბოლომდე უნდა “მიაწვნენ”.

“ტვინებშიც გვინდა რევოლუცია და ზოგადად, ყველაფერში გვინდა რევოლუცია. უნდა გადავაბრუნოთ ეგენი, გადავაბრუნოთ უნდა, იმიტომ რომ, არ შეიძლება ძმაო, შენ მოხვიდე ჩემთან და ნიაზა დიასამიძეზე იძახო, რომ “ნაცია” და ეთერ თურაძეზე გამოხვიდე და იძახო რომ თურმე, რაღაც საშინელებებს სჩადიან და თურმე ვიღაცებზე რაღაცა იძახო. სრული იდიოტიზმია და რა ვიცი, ყველა “ნაცები” ვართ მე მგონი და “დავაი” მივაწვეთ ბოლომდე.” – განაცხადა რეზო ხარაზმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,232 ნახვა