GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – არჩევნების გამყალბებელი ISFED აცხადებს, დავაკვირდებით როგორ განვითარდება მოვლენები და კონსტიტუციურ ჩარჩოებში დავაბრუნებთ პროცესებსო, ფაქტიურად ძალადობით მოწოდებაზე გადადიან – რომელი დონორი იღებს ამაზე პასუხისმგებლობას?

არჩევნების გამყალბებელი ISFED აცხადებს, დავაკვირდებით როგორ განვითარდება მოვლენები და კონსტიტუციურ ჩარჩოებში დავაბრუნებთ პროცესებსო, ფაქტიურად ძალადობით მოწოდებაზე გადადიან. ვინ ეკითხება ან მოწოდებას, მითუმეტეს ძალადობისას? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მდინარაძე სვამს კითხვას – ISFED რომ დღეს ამას აანონსებს დღეს, რომელი დონორი იღებს ამაზე პასუხისმგებლობას?

„ISFED-ზე ვინ აგებს პასუხს, დავაკვირდებით როგორ განვითარდება მოვლენები და კონსტიტუციურ ჩარჩოებში დავაბრუნებთ პროცესებსო, ჩვენ ვიზამთ ამასო. გამყალბებელი ISFED აცხადებს ახლა. ფაქტიურად ძალადობით მოწოდებაზე გადადიან. ვინ ეკითხება ან მოწოდებას, მითუმეტეს ძალადობისას? ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას, ISFED რომ ამას აანონსებს დღეს, რომელი დონორი იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? თუ შეიძლება ვიღაცამ გაგვცეს პასუხი, ვინც აფინანსებს, ან იმან, ან თავად ISFED-მა, ან რატომ გააყალბეს თავის დროზე, რითი გააყალბეს, რა თანხებით გააყალბეს და ახლა ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? ამაზე გვითხრას ვინმემ პასუხი და მერე ვილაპარაკოთ, გამჭვირვალობა საჭიროა თუ არა“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა