GD Banner
პოლიტიკა

გავიგე, რომ სალომე ზურაბიშვილს ჯარისკაცებმა სალამი არ მისცეს. ეგრეა, უღირსი ადამიანი ოდითგან სალამს არ იმსახურებდა. მითუმეტეს, ჩვენი ღირსეული ჯარისკაცების მხრიდან

პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილზე წერს:

„სოც.მედიის საშუალებით გავიგე, რომ სალომე ზურაბიშვილს ჯარისკაცებმა სალამი არ მისცესო. ეგრეა, უღირსი ადამიანი ოდითგან სალამს არ იმსახურებდა. მითუმეტეს, ჩვენი ღირსეული ჯარისკაცების მხრიდან. უღირსობასთან ერთად, დაუნახავიც გახლავთ ქალბატონი სალომე. თუ ვის, მე კარგად მახსოვს ის გაწეული შრომა, რაც მაშინ მმართველმა პარტიამ გასწია. ერთ პატარა დეტალს გავიხსენებ; პირადად მე, იმ დროს მაღალი სიცხეები მქონდა და ფეხით დავდიოდი მთელ სამეგრელოში, რომ მისი არჩევის შინაარსი ხალხზე ამეხსნა. აბსოლიტურად ყველას მხრიდან მისდამი აგრესია იყო, გახსოვთ, მისი 90 იან წლებში პოზიციიდან გამომდინარე სადაც პუტჩისტებს ხოტბას ასხამდა.

ერთ დღეს კიდევ, სასტუმროში მოსულს, ერთი ჩემი ძველი, ზვიადის მომხრე ნაცი მეგობარი შემხვდა და მითხრა: ეჰ გამსა, ჯერ კიდევ არ იცით, რა შარში ყოფთ თავსო. რას ვიფიქრებდი, იმ ადამიანს თუ დავეთანხმებოდი, მაგრამ სწავლა სიბერემდეო.“

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა