დაიტოვე – გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ აქციებზე რეგიონებიდან თბილისში ჩამომსვლელთათვის მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნა.
“ჯგუფი შეიქმნა ადამიანების დასაკავშირებლად.
მათი, ვისაც აქციაზე უნდა ყოფნა, თუმცა ცხოვრობენ რეგიონებში და ვერ ახერხებენ იმავე დღეს, გვიან, შინ დაბრუნებას და მათი, ვინც ცხოვრობს თბილისში და აქვს შესაძლებლობა თანამოაზრეები დაიტოვონ შინ, აქციის დასრულების შემდეგ”. – წერია ჯგუფის აღწერაში.
დღეს, 30 აპრილს 19:00 საათზე „ენჯეო“ სექტორი მოსახლეობას პარლამენტთან კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დასწრებისკენ მოუწოდებს.
Facebook Comments Box