GD Banner
ბიზნესი

GD ჰოლდინგში შემავალი ქართული კომპანიები და უცხოელი აქციონერები საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

GD ჰოლდინგის ქართული კომპანიები და  უცხოელი მსხვილი აქციონერები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ.

GD ჰოლდინგში შემავალი ქართული კომპანიები და მისი უცხოელი აქციონერები მიზანშეწონილად თვლიან გამოეხმაურონ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

საქართველოს მთავრობის პოლიტიკა და წლების განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები გვაძლევს სტიმულს, გავაგრძელოთ ინვესტირება საქართველოს ეკონომიკაში.

ქვეყანაში შექმნილი კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემო, საგადასახადო პოლიტიკა, ბიზნესის განვითარების საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა, ბიზნესში ჩაურევლობა,  ევროპულ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერა,  საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპული ღირებულებების მიმართ ერთგულების კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა.

გამჭირვალობაც ევროპული დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე უნდა გავრცელდეს.

ამიტომ, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, მის ევროპულ კურსს და ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს ნდობას ვუცხადებთ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,270 ნახვა