GD Banner
საზოგადოება

რესპუბლიკის მოედანზე „ გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ

რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

საპროტესტო აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით დაიგეგმა, რომელსაც პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.

აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ქვეყანას ევროპას აშორებს.

„მაშინ, როდესაც მთელი განვითარებული მსოფლიო მათ ეუბნებათ, რომ ეს კანონი არ უნდა მიიღონ, ეს დაგვაშორებს ევროკავშირს და ევროკავშირში არ მიგვიღებენ, ისინი მაინც ამას აკეთებენ. კითხვის ნიშნები აღარ არის იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებას უნდა, რუსეთისკენ წაიყვანოს ეს ქვეყანა, ყველანაირი გზა გადაგვეკეტოს ნატო-სკენ და ევროკავშირისკენ“, – განაცხადა აქციაზე მყოფმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა.

აქციის მონაწილეებს მოგვიანებით დაგეგმილი აქვთ საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით მსვლელობა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,316 ნახვა