GD Banner
რელიგია

მიტროპოლიტი სტეფანე: ერი, რომელმაც დაიწყო ცხოვრება არა იმპერიების წიაღში დაძინებული, არამედ გამოცოცხლებული ქვეყნის სახით, დღეს კიდევ ერთხელ დგამს ნაბიჯს, რომლითაც თვითმყოფადობა უნდა გამოაცხადოს – ვდგავართ არჩევანის წინაშე, “მამული, ენა სარწმუნოება” თუ “მამული, ენა, ერთობა ეშმაკთან”

ის ერი, რომელიც გამოცოცხლდა 9 აპრილს და რომელმაც დაიწყო თავისი ცხოვრება არა იმპერიების წიაღში დაძინებული, არამედ გამოცოცხლებული ქვეყნის სახით, რომელიც ცხოვრობს მსოფლიო ერებს შორის, დღეს კიდევ ერთხელ დგამს ისეთ ნაბიჯს, რომლითაც მან თავისი თვითმყოფადობა უნდა გამოაცხადოს და ამ ენით იქადაგოს მთელ მსოფლიოში ქრისტეს სახარება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვდგავართ ამ არჩევანის წინაშე, “მამული, ენა სარწმუნოება” თუ “მამული, ენა, ერთობა ეშმაკთან”, – ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა დაინტერესებული აქტორი საქართველოსგან ითხოვს წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დაბრუნებას, რომლებმაც ქართველი ხალხის წინაშე დანაშაულები ჩაიდინეს. “ჩვენ უფალთან ერთობა ვარჩიეთ, ყოველთვის ასე ვიყავით და ახლაც, საქართველოს ეს არჩევანი აქვს, საით წავიდეს, ისევ უფალთან გააგრძელოს სვლა, როგორც ყოველთვის აკეთებდა თუ დარჩეს იმ ბოროტთან, სხვადასხვა მიწიერ ხელისუფლებებზე დამოკიდებული და თავისი მისია, რომელიც ღვთის წინაშე უნდა განაცხადოს, ქადაგება დაიწყოს ჩვენმა ერმა ჭეშმარიტი უფლის წინაშე, ეს უნდა დაიწყოს ამ დღეებში, ახლა ხდება ეს არჩევანი. კიდევ ერთი რამე – თითებს რომ გვიქნევენ და ჩვენგან მოითხოვენ მკვლელების და მწამებლების ხელისუფლება დააბრუნონ. ამას მოითხოვენ ახლა ჩვენგან იმ ხალხის დაბრუნებას, რომელიც ამას ჩვენზე ახორციელებდა მთელი წლების განმავლობაში – ამათი დაბრუნება უნდათ.” – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,280 ნახვა