GD Banner
პოლიტიკა

გია აბაშიძე – მართებულია, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა უნდა გადაიხედოს – წლებია საქართველოს საზოგადოება ვერ ხედავს აშშ-სთან თავისუფალ ვაჭრობას, ვერც პირდაპირ ფრენებს, ვერც უვიზო მიმოსვლას. სამაგიეროდ ხდება უსამშობლო და, უწინარესად, ამერიკისთვის ფუჭი “ნაცენჯეოების” პრივილეგირება

ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მდინარაძე აღნიშნავს, რომ “ვეთანხმები სენატორებს – უნდა გადაიხედოს საქართველო – ამერიკის ურთიერთობები. უნდა გაიხსნას უვიზო მიმოსვლა, უნდა გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, უნდა გვქონდეს პირდაპირი ფრენები. ამდენი ხანია სტრატეგიული პარტნიორები ვართ, ჩვენ ამას ვიმსახურებთ. ასეთია ჩვენი თხოვნაც და მოთხოვნაც ჩვენი ამერიკელი მეგობრების მიმართ”.

ანალიტიკოსის თქმით, მართებულია ის, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა უნდა გადაიხედოს – მათგან აშკარა ჩამორჩენაა ბევრ მნიშვნელოვან სფეროში და ბადებს არაერთ სამართლიან ეჭვს.

“მართებულია ის, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა უნდა გადაიხედოს – მათგან აშკარა ჩამორჩენაა ბევრ მნიშვნელოვან სფეროში და ბადებს არაერთ სამართლიან ეჭვს. და ეს რანაირი სტრატეგიული პარტნიორობაა? წლებია საქართველოს საზოგადოება ვერ ხედავს აშშ-თან ვერც თავისუფალ ვაჭრობას, ვერც პირდაპირ ფრენებს, ვერც უვიზო მიმოსვლას. სამაგიეროდ ხდება უსამშობლო და, უწინარესად, ამერიკისთვის ფუჭი “ნაცენჯეოების” პრივილეგირება”-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,051 ნახვა