GD Banner
ხელოვნება და კულტურა

მასტერი – ჩემი პატარა ოთახიდან გამოგზავნილი ერთი სიმღერით რა დღეში ჩავარდნენ “წიწილები”. მე გამეშვით – “თქვენ მხარეს” გყავთ ნიჭიერი რეპერები და მათ უსმინეთ

ჩემი პატარა ოთახიდან გამოგზავნილი ერთი სიმღერით რა დღეში ჩავარდნენ “წიწილები”. მე ტრენდს არ მივყვები – მე გამეშვით – “თქვენ მხარეს” გყავთ ნიჭიერი რეპერები და მათ უსმინეთ,-ასე პასუხობს რეპერი მასტერი მისი ახალი სიმღერის „ჩემი დროშაა ჯერ“ კრიტიკოსებს.

„მე წლებია ამ თემებზე ვმღერი და თავს სულ ტყუილად აჯერებთ კონსპირაციულ თეორიებს, თითქოს და ვინმეს დაკვეთას ვასრულებდე.

მე ვარ 1988 წლიანი, გამოვიარე 1990-ანი წლები და იმაზე მეტად ვიცი მეგობრობის, ძმაკაცობის, ტრადიციების და სიტყვის ფასი, ვიდრე ეს ახლა ინტერნეტით ისწავლება (თუმცა ვხედავ რომ ახალ თაობასაც არ ეშლება არაფერი და მაქვს იმედი, რომ სწორად დააბალანსებს ხაზს თანამედროვეობასა და ტრადიციულ ღირებულებებთან). მე გავიზარდე ქართულ ტრადიციულ-ოჯახში და რაც მასწავლეს, რაც ვიწამე და რაც სწორად მიმაჩნია იმას ვამბობ. უშეცდომო და უცოდველი არავინაა, მაგას დრო აჩვენებს და არც მაგის მონანიების შემრცხვება არც მსმენელის და არც ღმერთის წინაშე.

კიდევ ერთხელ ვიტყვი:

ცა ცარიელი არ არის, ღმერთი არსებობს!!!

ერეკლე მეფე გმირია!!!

მამაკაცს არასდროს ერქმევა ცოლი!!!

არა სოროსის მსგავს NGO-შნიკებს!!!

არა კლუბურ ნარკოტიკებს!!!

არა აზარტულ თამაშებს!!!

რუსეთი ოკუპანტია!!!

ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ!!!

აფხაზეთი საქართველოა!!!

სამაჩაბლო საქართველოა!!!

ევროპაში ვართ – ჩვენი დროშაა ჯერ!!!

ბზობას გილოცავთ, მრავალს დაესწარით და განსაკუთრებული მადლობა ჩემს ერთგულ მსმენელს მხარდაჭერისთვის“,-წერს მასტერი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,731 ნახვა