GD Banner
პოლიტიკა

მამა შალვა კეკელია: მინდა ჩემი ღირებულებების ევროპა, თუ მიმიღებ, უნდა მიმიღო ღირსებით და პატივით, არა სირცხვილით, დამცირებით და მითითებებით – ასე ვიყავით კომუნისტების დროს, რასაც იტყოდა მოსკოვი, ის იყო ყველასთვის საქმე

„ადამიანები მოგვიწოდებენ ცოდვის დაკანონებისკენ. მე წამაკითხეს გუშინდელი ევროკავშირის განცხადება პირდაპირ, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს ვერ მიიღებთ. წარმოიდგინეთ, ამას გვეუბნებიან და ქრისტიანი ადამიანი ამ მხარეს შეიძლება დადგეს“, – ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ ქადაგებისას ისაუბრა.

მისი განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში მიღება უნდა მოხდეს ქვეყნის ღირებულებების გათვალისწინებით, ღირსებით და პატივით, ეს პროცესი არ უნდა დაემსგავსოს კომუნისტების დროს, როდესაც მოსკოვიდან მიღებული მითითებები უსიტყვოდ სრულდებოდა.

ქადაგებისას ხაზი გაესვა იმასაც, რომ თავისუფლება, რომლის მოსაპოვებლად წინაპრებს ყოველთვის ბრძოლა უწევდათ, უპირატესია და ქართული საზოგადოება არავის მონა არ უნდა იყოს.

„ყველაზე მეტად იცი რა მაკვირვებს? ქრისტიანი ადამიანის აზროვნება მაკვირვებს ყველაზე მეტად, სხვა ადამიანებზე არ ვლაპარაკობ. ადამიანებს, რომლებსაც ქრისტიანობა არ აქვთ, ქრისტიანული მორალი არ იცის, ქრისტე რომ არ იცის, მაგ ადამიანებს არ ვეხები, მაგრამ მორწმუნე, ეკლესიაში მოსულ ადამიანზე ვსაუბრობ. ვინც ეკლესიაში დადის, აღსარებას აბარებს, ეზიარება და ვინც იცის დიდი პარასკევის და ქრისტეს აღდგომის მნიშვნელობა – ამათ გან რა მაკვირვებს იცი? ადამიანები მოგვიწოდებენ ცოდვის დაკანონებისკენ. მე წამაკითხეს გუშინდელი ევროკავშირის განცხადება, რომ პირდაპირ, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს ვერ მიიღებთ – წარმოიდგინეთ, ამას გვეუბნებიან და ქრისტიანი ადამიანი ამ მხარეს შეიძლება დადგეს.

ბევრჯერ მითქვამს და დღესაც უნდა გავიმეორო: ჩემთვის, თავისუფლებაზე დიდი უპირატესობა არ არის, იმიტომ რომ ღმერთმა მომცა მე ეს თავისუფლება, მე არ მინდა არავის მონა ვიყო, მე მინდა ერთადერთი, ქრისტეს მეგობარი ვიყო. მონობა და ადამიანი როდესაც თავისუფლებაზე ლაპარაკობს და პარლამენტარებს ეკითხებიან, რა არის კანონში ცუდი? ევროპამ თქვა რომ ცუდია და მორჩა, გათავდა, მე არ განვიხილავ ამას, თუ ევროპამ თქვა, ჩემთვის მიუღებელია. ევროპის ყველაზე მაგარმა ქვეყანამ, ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის – საბერძნეთმა, მიიღო რამდენიმე თვის წინ კანონი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ. ათონის მთა აქვთ, წარმოიდგინეთ, ყველა ნაბიჯზე ეკლესია დგას, მაგრამ ამ ქვეყანამაც ვერ გაუწია წინააღმდეგობა. ვისაც ევროპა უნდა და ერთ-ერთი ვარ მეც, ვისაც მართლა ეს ევროპა და ეს სიხარული უნდა, მაგრამ როგორი ევროპა მინდა იცი? მინდა წმინდა, სუფთა ევროპა, ჩემი ღირებულებების ევროპა.

ჩემმა წინაპრებმა სისხლი ღვარეს ქრისტეს ერთგულებისთვის, ჩვენ ქრისტეს ერთგული მხედრები ვიყავით სულ და თუ მიმიღებ, უნდა მიმიღო ღირსებით და პატივით, არა სირცხვილით, დამცირებით და მითითებებით – გეტყვიან რამეს და უნდა დაიჯერო. ასე ვიყავით სულ კომუნისტების დროს, რასაც იტყოდა მოსკოვი, ის იყო ყველასთვის საქმე და ასე იყო, პარტიამ თქვა – არ მაინტერესებს, მე არ წავიკითხავ. პარტიამ ხომ თქვა ცუდია? – ცუდია, ევროკავშირმა თქვა ცუდია – ცუდია, ამერიკამ თქვა ცუდია – ცუდია, რუსეთმა თქვა ცუდია – ცუდია. რას ნიშნავს ასეთი დამოკიდებულება? ამას რომ ვუყურებ, სულ ვგიჟდები. ჩვენი წინაპრები, საუკუნეების განმავლობაში, ჩვენ, ქართველი ერი, სულ სისხლს ვღვრიდით, ამ თავისუფლების გამო სულ ვიბრძოდით. წარმოიდგინეთ, ადამიანები გვიქციეს გმირებად, რომლებსაც საკუთარი დედა და მამა არ უყვარს. პატარა ბიჭი, რომელიც ციხიდან გამოვიდა, ახალი გამოსული ხარ ციხიდან, საკუთარ დედას და მამას ხელი კრა, გააგდო, თავი დამანებეო. ეს ახალგაზრდა ბიჭი სულ ტელევიზორშია და გმირია, წარმოიდგინეთ.“ – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,808 ნახვა