საპატრიარქოს წუხანდელმა განხადებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეკლესია დგას ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტრადიციების და კულტურის სადარაჯოზე, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, დღევანდელი გამოწვევები იმდენად მძაფრია, რომ თუ ერი და ბერი არ გაერთიანდა, ძნელი იქნება მასთან გამკლავება, რადგან გარედან ზეწოლას თან ერთვის ქვეყნის შიგნით აგენტურის ქმედებები, რომელიც სახელმწიფოს აზიანებს.
“საპატრიარქოს წუხანდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეკლესია დგას ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტრადიციების და კულტურის სადარაჯოზე. დღევანდელი გამოწვევები იმდენად მძაფრია, რომ თუ ერი და ბერი არ გაერთიანდა, ძნელი იქნება მასთან გამკლავება, ძნელი იმიტომ რომ გარედან ზეწოლას თან ერთვის აქაური აგენტურის მოქმედება, რომლებიც არ ერიდებიან არასრულწლოვანი ბავშვების გამოყენებასაც კი ქვეყნის საზიანოდ. პირველად ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში ხელისუფლება დგას ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და ილიას სიტყვები “მამული, ენა, სარწმუნოება,” როგორც ადრე, დღესაც ქართული იდენტობის ტრიადაა და რაც არ უნდა ეცადოს მავანი, ვერ შეცვლის, ხალხი ამას არ დაუშვებს.” – წერს ნინო ფოჩხუა.