GD Banner
პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: ევროპარლამენტის დეპუტატთა ნაწილმა კიდევ ერთხელ მოიჭრა თავი, რადგან მიღებული რეზოლუცია არის სამარცხვინო

ასეთ გავეშებულ ქმედებას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს, რაღაც ისეთს მალავენ ჩვენი მდიდარი ენჯეოები და მათი უცხოელი პარტნიორები, რომ გამჟღავნდეს, ალბათ ბევრი ადამიანის კარიერა დასრულდება, ამასთან დასრულდება შავი ფულის შემოდინება ქვეყანაში, დასრულდება საქართველოს წინააღმდეგ დესტრუქციული ქმედებები და დასრულდება ხელისუფლებით მანიპულირება თავისი ინტერესებისთვის, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტარების სურვილია, საქართველოში ფარულად შემოედინებოდეს შავი ფული, რომელიც შემდეგ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებს ხმარდება.

ექსპერტის თქმით, ევროპარლამენტის დეპუტატთა ნაწილმა დღეს კიდევ ერთხელ მოიჭრა თავი, რადგან მიღებული რეზოლუცია არის სამარცხვინო.

„ კიდევ ერთხელ მოიჭრა თავი ევროპარლამენტის დეპუტატთა ნაწილმა. ის რა რეზოლუციაც დღეს მიიღეს, იყო სამარცხვინო და ისტორიაშიც ასე დარჩება. აქ საქმე მარტივად არის, ქართული ანდაზისა არ იყოს, ქურდს ქუდი ეწვისო. ასეთ გავეშებულ ქმედებას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს, რაღაც ისეთს მალავენ ჩვენი მდიდარი ენჯეოები და მათი უცხოელი პარტნიორები, რომ გამჟღავნდეს, ალბათ ბევრი ადამიანის კარიერა დასრულდება, ამასთან დასრულდება შავი ფულის შემოდინება ქვეყანაში, დასრულდება საქართველოს წინააღმდეგ დესტრუქციული ქმედებები და დასრულდება ხელისუფლებით მანიპულირება თავისი ინტერესებისთვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვერანაირ ზეგავლენას ვეღარ მოახდენენ ქვეყანაზე, მის ხელისუფლებაზე და საქართველო მაშინ გახდება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, რაზეც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები და ქვეყნის მოყვარული ყველა ადამიანი“, – წერს ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა